"რა დროს ძილია , როცა ადამიანებმა მსოფლიო ყირაზე დააყენესთქო. ახლობელ ფრანგ მსახიობს ვუთხარი - და, შენი გადაცემის განახლებულ ფორმატს ასე დაარქვი: რა დროს ძილიაო... საქართველოსთვის აუცილებელია სულ ფხიზლად ყოფნაო..." (ეს ადამიანი, მალე თბილისს ეწვევა)
"რა დროს ძილია" გადაცემის "მშვდობით იარაღო" განახლებული ფორმატია. გადაცემა კულტურულ - შემეცნებითი ხასიათისაა და ფართო მაყურებელზეა გათვლილი.
გადაცემის წამყვანი, ავტორი და პროდუსერი არის ოლგა ბაბლუანი, თანაწამყვანი - მაგდა ანიკაშვილი, ხოლო აღმასრულებელი პროდუსერი - ნიკა გომართელი.
გადაცემას "რა დროს ძილია?!" წარმოადგენს კომპანია B.I.O. Internationale, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ნინო გოგინაშვილია, დამფუძნებელი კი ოლგა ბაბლუანი.
იმედის ტელევიზიაში სტუდია ავაშენეთ, (წინა სეზონებისგან განსხვავებით, რადგან ადრე გადაცემა ნაქირავები ბინიდან გადიოდა) დიზაინი, განათება არ არის ჩვეულებრივად მიღებული ტელე-სტანდარტი. ამ მხრივ, კინოს ატმოსფეროს ჟანრი უფროა, ვიდრე სატელევიზიო.
ტელევიზიიდან მაყურებელს სჭირდება "მეგობრული დამოკიდებულება" მიიღოს, ნაკლები აგრესია და ნებისმიერი ტიპის გადაცემით საინტერესოდ ინფორმირება.
ნაკლები ემოციური პორნოგრაფია!
როდესაც საქათველოს სატელევიზიო ბაზარზე გადავწყვიტე მუშაობა, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ჩემი კონკრეტული არჩევანი. პირველი ეტაპისთვის აუცილებელი ადგილი.
დღეს, ქვეყანაში ძალიან საინტერესო ჰოლდინგი შეიქმნა - იმედის ჰოლდინგი.
იმედმა მაესტროს და GDS ტელევიზიები იყიდა . პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დასრულდა გასულ კვირას. დაიწყება დიდი რეორგანიზაცია (რაზეც ჩემგან საუბარი არ არის მიზანშეწონილი ) - ყველა არხს ექნება თავისი რეალური კონცეპტი, მიმართულება, "ჟანრი" ასე ვთქვათ. რასაც სჭირდება სწორი მენეჯმენტი, მყარი ბადის შექმნა, კომპეტენტური სტაფი... და ა.შ.
საქართველოში, სადაც მოსახლეობის 90% ტელევიზიიდან ინფორმირდება( მიუხედვად ტექნოლოგიური ცვლილებების, ინტერნეტიზაციის..) - ეს ჰოლდინგი საზოგადოების წინსვლის ბირთვად უნდა იქცეს.
მე გადაცემას იმედზე ვიწყებდი, როდესაც მოხდა ცვლილებები. უამრავი სამოქმედო დეტალი შეიცვალა, ბუნებრივია.
ჰოლდინგის ხელმძღვანელობასთან ერთად იმაზე ვისაუბრეთ, ამ გარდატეხის პერიოდში თუ სად ჯობდა პირველ ეტაპზე გადაცემის ჩასმა, რომ დრო არ დაგვეკარგა და გადაცემა ჰოლდინგში დარჩენილიყო. გადაწყვეტილება შეჩერდა მაესტროზე, დასაწყისისათვის. მაესტროს და იმედის ხელმძღვანელობა და მთელი ტექნიკური ჯგუფი ძალიან მტკიცედ გვედგნენ გვერდში. სწრაფად მოხდა პირველი გადაცემის ჩაწერა (როგორც ხდება, შემდეგი გადაცემები უფრო დაიხვეწება ...).
ტელევიზიამ არ იცის ძილი, მუდმივი დღის რეჟიმშია - პასუხისმგებლობაც მეტია. მაყურებელს სჭირდება ჟანგბადი ეკრანიდან.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მაესტროს დირექტორს, ზურა ნაყეურს.
პირველი გადაცემა ეთერში შაბათს, 7 იანვარს გავა.