ახლადარჩეული პრეზიდენტის ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა და მისმა მეუღლემ საცხოვრებლად ახალი სახლი შეარჩიეს. ოჯახი სამი შვილით ნიუ-იორკიდან საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავა.
აღსანიშნავია, რომ ივანკას ახალი სახლიდან რამდენიმე წუთის სავალზე ობამების ოჯახი იცხოვრებს. როგორც იცით, მათ ვაშინგტონში სახლი იქირავეს.
ასევე ცნობილია, რომ ინაუგურაციის შემდეგ დონალდის მეუღლე მელანია ტრამპი და მათი 10 წლის ვაჟი ბარონი ზაფხულამდე ნიუ-იორკში დარჩებიან, რათა ბიჭმა სასწავლო წლის დახურვა მოახერხოს.
კულუარებში ისმის ხმები, რომ ამ პერიოდში შესაძლოა არაოფიციალური პირველი ლედი 35 წლის ივანკა გახდეს, ხოლო მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი დონალდის უახლოესი მრჩეველი იქნება.