თუ ცის ახალ რუკას დავბეჭდავთ, სიგრძეში 2 კილომეტრამდე იქნება. კოსმოსის ყველაზე მასშტაბური ციფრული რუქა ჰავაის ასრტონომიული ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს. ის კოსმოსის 500 ათასი ფოტოსგან შედგება, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ტელესკოპი Pan-Starrs აკეთებდა.
რუქაზე სამ მილიარდამდე კოსმოსური ობიექტი მოხვდა: პლანეტები, ვარსკვლავები და გალაქტიკები.