გასული წელი შევაჯამეთ და ხუთი საუკეთესო ფილმი ავარჩიეთ.
„ნეონის დემონი“
ფილმი, რომელსაც მარტივი სიუჟეტი აქვს და მისი ძლიერი მხარე ვიზუალია. ნეონის განთების ფონზე მშვენიერი ელ ფენინგის ნახვა ნამდვილად ღირს.
„ის ქალი“
პოლ ვერჰოვენის პროვოკაციული ფილმი კომპანიის მმართველ ქალზე, რომელიც საკუთარ სახლში გააუპატიურეს, მას კი - მოეწონა. იზაბელ იუპერი მთავარ როლში შეუდარებელია, მეტის თქმა არ ღირს, სჯობს ფილმი ნახოთ.
"მე, დენიელ ბლეიქი"
ცრემლებამდე სულისშემძვრელი და სევდიანი ფილმი ადამიანზე, რომელიც უსამართლი სისტემის მსხვერპლი ხდება. რეჟისორ კენ ლოუჩის „კანის“ ფესტივალზე გამარჯვებული ფილმი 59 წლის მამაკაცზე, რომელიც გადატანილი ინფარქტის შემდეგ სამსახურის დაბრუნებას ცდილობს.
„ჩამოსვლა“
უცხოპლანეტელებზე გადაღებული ფილმებს თითქოს შევეჩვიეთ და ვეღარაფერი გაგვაკვირვებს, მაგრამ „ჩამოსვლა“ ჩვენს ყურადღებას იმსახურებს არაჩვეულებრივი სპეცეფექტებით და ემი ადამსით მთავარ როლში. ამბობენ, ეს მისი საუკეთესო როლიაო.
“წყვდიადის ცხოველები“
ის, რომ ტომ ფორდმა წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფილმი გადაიღო, თრეილერით უკვე ნათელი გახდა. მაგრამ ფილმის სიუჟეტი მაინც სიურპრიზი აღმოჩნდა. მასში ბევრი ძალადობა, ბევრი ცრემლი და ბევრი ცხოველური ბოროტებაა - რეალობის მსგავსად. ფილმი „ოქროს გლობუსის“ ნომინატებს შორის მოხვდა, ახლა „ოსკარს“ ველით.