თაიმ-სქვერზე გამართული შოუს დროს მომღერალს ფონოგრამამ უმტყუნა. ყოველწლიური საზეიმო შოუს Dick Clark’s Rockin’ New Year’s Eve დროს სიმღერის Emotions შესრულებისას მერაია ქერიმ მოკროფონი დაუშვა და სიმღერა შეწყვიტა. ეს მსმენელს იმით აუხსნა, რომ მუსიკა ცუდად ესმოდა, შემდეგ კი მათ სიმღერის ერთად დასრულება შესთავაზა.
სამწუხაროდ, ამით უსიამოვნებები არ დამთავრდა. სიმღერის We Belong Together შესრულებისას ტექსტის და მუსიკის თანხვედრა არ მოხდა. რაზეც ქერიმ განაცხადა, რომ ვეღარაფერი გამოსწორდებოდა და დემონსტრაციულად მოიხსნა მიკროფონი, მაშინ როდესაც ფონოგრამით მისი ხმა ისევ ისმოდა.