საახალწლოდ ონლაინ-სივრცეში ფილმის „ორმოცდაათი ელფერით მუქი“ ახალი თიზერი გამოჩნდა. მისმა შინაარსმა მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა. თრეილერში ქრისთიან გრეი, ანასტასია სთილი და იდუმალი ქალი ჩანს.
ასევე, ჩანს საღებავით დასვრილი აუდი, რომლის მნიშვნელობას მხოლოდ წიგნის მკითხველები მიხვდებიან...
კლიპის საუნდრეკს ტეილორ სვიფტი და ზეინ მალიკი ასრულებენ.
ფილმი ეკრანებზე 2017 წლის 10 თებერვალს გამოჩნდება.