ამერიკელი მომღერალი ფინქი ვაჟის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს კერი ჰარტს მეორე შვილი შეეძინათ.
ეს სასიხარული ამბავი მომღერალმა საკუთარი Instagram-ის გვერდზე ატვირთული ფოტოთი გვამცნო, სადაც მას პატარა ბიჭუნა ხელში უჭირავს. ახალშობილს ჯეიმისონ მუნ ჰარტი დაარქვეს.
წყვილს უკვე ყავთ ქალიშვილი, ხუთი წლის უილოუ სეიჯ ჰარტი.