Forbes-ის უახლესი რეიტინგის მიხედვით სკარლეტ იოჰანსონი 2016 წლის ყველაზე მაღალი შემოსავლის მომტანი მსახიობია. ფილმზე მისი მონაწილეობით ყველაზე მეტი ბილეთი გაიყიდა. წელს მსახიობის ნახვა შესაძლებელია ბლოკბასტერში „პირველი შურისმაძიებლები: წინააღმდეგობა“, ძმები კოენების კომედიაში „გაუმარჯოს ცეზარს“, ორივე ფილმმა ერთად 1,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიტანა.
რეიტინგის მეორე ადგილზე ერთდროულად ორი მსახიობი აღმოჩნდა: კაპიტან ამერიკას როლის შემსულებელი კრის ევანსი და რკინის კაცი - რობერტ დაუნი უმცროსი. სიაში ასევე მოხვდნენ ბენ აფლეკი, ემი ადამსი და რაიან რეინოლდსი.