84 წლის მსახიობი, რომელიც ყველაზე მეტად როლით მუსიკალურ ფილმში „წვიმაში მომღერალნი“ არის ცნობილი, გუშინ კალიფორნიის საავადმყოფოშო გადაიყვანეს. ერთი დღით ადრე იგივე საადავმყოფოში მისი ქალიშვილი, „ვარსკვლავურ ომებში“ პრინცესა ლეიას როლის შემსრულებელი, მსახიობი ქერი ფიშერი 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. დღეს დილით კი, მისის შვილის, ტედ ფიშერის ცნობით, დები რეინოლდსი ინსულტისგან გარდაიცვალა.
მსახიობი და მომღერალი დები რეინოლდსი 1932 წელს ელ-პასოში, ტეხასში დაიბადა. პოპულარობა ფილმმა „წვიმაში მომღერალნი“ მოუტანა, ხოლო „ჩაუძირავმა მოლი ბრაუნმა“ ოსკარის ნომინაცია. გარდა ამისა, რეინოლდსს საკუთარი ტელე-შოუ ჰქონდა, რომლითაც „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი გახდა. 2015 წელს დები რეინოლდსმა კინომსახიობთა გილდიის საპატიო პრემია მიიღო მსოფლიო კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის.