სერიალი „ღამის ადმინისტრატორი“ ტომ ჰიდლსტონისა და ჰიუ ლორის მონაწილეობით 2016 წლის საუკეთესო ტელეშოუდ დასახელდა. მეორე ადგილი დრამის „სამსახურეობლივი მოვალეობა“ მესამე სეზონმა დაიკავა, ხოლო მესამეზე „ბედნიერნი ხეობის“ მეორე სეზონი გავიდა.
ათეულში ასევე მოხვდნენ: „ფლიბეგი“, „ომი და მშვიდობა“, „გვირგვინი“, „პლანეტა დედამიწა-2“, „დაკარგულები“, „ეროვნული საგანძური“ და „ბრიტანეთის საუკეთესო მცხობელი“.