Dover Street Market-ის მაღაზიებში Comme des Garçons-ისა და Vetements-ს ერთობლივი კაფსულური კოლექცია გამოჩნდა სახელწოდებით Gay Lesbian and Fetish. როგორც სახელიდან ხვდებით, კოლექცია ლგბტ-საზოგადოების მხარდასაჭერად შეიქმნა. ფერად სვიტრებზე გამოსახულია მოძრაობის სიმბოლოები: ცისარტყელა, გული და ორმხრივი ცული.
შეგახსენებთ, რომ ბრენდის Vetements დამფუძნებლები ძმები გურამ და დემნა გვასალიები არიან.