ირინა შეიკი საკუთარ Instagram-ის გვერდზე აქტიურობას განაგრძობს. მოდელმა ფოტო გააზიარა, რომელზეც ირინას თავზე ირმის რქები აქვს მორგებული, ხელში კი საშობაო ტორტი უჭირავს. როგორც უკვე იცით, ირინა პირველი შვილის მოლოდინშია. ამ ფაქტთან დაკავშირებით მოდელმა მკაცრი დიეტის დარღვევა დაგაწყვიტა. ახლა მის რაციონს ბლინები, ხიზილალა, ნაყინი და შოკოლადის ტორტი შეადგენს.