ცნობილი ადამიანების კვალდაკვალ, რომლებიც გუშინ სოციალურ ქსელში ჯორჯ მაიკლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდნენ, მისმა შეყვარებულმა, ფადი ფავაზმა კომენტარი გააკეთა.
„ეს შობა სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. დილით პირველი რაც ვნახე, ლოგინში მშვიდად მწოლიარე ჩემი გარდაცვლილი პარტნიორი იყო. მუდამ მომენატრები“ - ჯორჯ მაიკლის ცხედარი სწორედ ფადი ფავაზმა იპოვა.
ფავაზმა პროფილზე ახალი ფოტო ატვირთა, სადაც ის ლოყაზე კოცნის მუსიკოსს. ფადი, რომელიც პროფესიით თმის სტილისტია და ჯორჯი ხუთი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს. მანამდე, მომღერალი 15 წლის განმავლობაში სპორცმენ კენი გოსთან ერთად ცხოვრობდა.