ჰაკერებმა Sony Music Global-ის თვითერის გვერდი გატეხეს და მომღერალი ბრიტნი სპირსი გარდაცვლილად გამოაცხადეს.
„მშვიდად განისვენე, ბრიტნი სპირს“, „#RIPBritney“, „1981–2016“ - ასეთია შეტყობინების შინაარსი.
რამდენიმე საათის შემდეგ თვითები წაშალეს. Sony-ს წარმომადგენლებმა ამ ინციდენტზე კომენტარი არ გააკეთეს.
კომპანიის გარდა, მუსიკოს ბობ დილანის თვითერიც გატეხეს, სადაც ბრიტნი კვლავ გარდაცვლილად გამოაცხადეს და ერთ-ერთ შეტყობინებას ჰეშთეგი #OurMine მიაწერეს.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომე ჰაკერულმა დაჯგუფებამ OurMine კომპანია Marvel-ის თვითერი გატეხა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსი Sony Music-თან თანამშომლობს, რომელმაც მისი უკანასკნელი ალბომები გამოუშვა.