2010 წელს ეკრანებზე ფილმის “სექსი დიდ ქალაქში“ მეორე ნაწილის გამოსვლის შემდეგ, ლეგენდარული ოთხეულის თაყვანისმცემლები იმედს არ კარგავენ, რომ ფილმი კვლავ გაგრძელდებოდა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პრესაში მუდმივად დადიოდა დაუდასტურებელი ხმები გადაღებების დაწყების შესახებ. და აი, ამერიკულმა გამოცემებმა დაადასტურეს, რომ სერიალის ოთხმა წამყვანმა მსახიობა კონტრაქტს ხელი მოაწერა და ფილმის „სექსი დიდ ქალაქში“ მესამე ნაწილში მონაწილეობას დათანხმდა. გავრცელებული ინფორმაციით გადაღება 2017 წლის ზაფხულში დაიწყება.
ცნობილია, რომ სარა ჯესიკა პარკერი დიდხანს არ თანხმდებოდა მესამე ფილმში მონაწილეობაზე, მას სცენარი და მასში წამოჭრილი პრობლემები აქტუალურად არ მიაჩნდა და შეცვლას ითხოვდა. მისი სურვილი დაკმაყოფილდა. ისღა დავრჩენია მოთმინებით აღვიჭურვოთ და პრემიერის თარიღს დაველოდოთ.