ერთწლიანი ურთიერთობის შემდეგ ჯგუფის One Direction ყოფილმა სოლისტმა ზეიმ მალიკმა შეყვარებულს, მოდელს ჯიჯი ჰადიდს ცოლობა სთხოვა. თუმცა მოლოდინი გაუცრუვდა. გრძელფეხება ლამაზმანი ქორწინების უღელში შებმას არ ჩქარობს, ამიტომ მომღერალს ცივი უარი სტკიცა.
„ის უბრალოდ მზად არ არის. მხოლოდ 21 წლისაა, თანაც მშობლები მის თვალწინ გაშორნენ და ჯიჯის არ უნდა ამ გამოცდილების გაზიარება“ - ასე ხსნიან მოდელის უარს მეგობრები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ წყვილი ერთმანეთს შორდება. ზეინ და ჯიჯის ახლა ყველაზე რომანტიული პერიოდი აქვთ.
უნდა აღინიშნოს, რომ 23 წლის მალიკი პირველად არ იღებს ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას. მომღერალი ქორწინებას ყოფილ შეყვარებულთან, Little Mix-ის სოლისტ პერი ედვარდსთანაც აპირებდა, მაგრამ ნიშნობის შემდეგ წყვილი დაშორდა.