წინასაახალწლო პერიოდი სიურპრიზების, საჩუქრებისა და ფასდაკლებების დროა. სწორედ ამიტომ, კომპანია „ლუტეცია“ მომხმარებელს სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება.
24 დეკემბერს, სპეციალურად პარფიუმერიის, კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების მოყვარულთათვის „ლუტეციას“ ყველა ფილიალში Shopping night ანუ შოპინგის ღამე იწყება.
ამ შეთავაზების ფარგლებში, ნებისმიერ დროს, დილიდან ღამის 12 საათამდე მომხმარებელს საშუალება ეძლევა სხვადასხვა ბრენდებს პროდუქცია 25-50%-მდე ფასდაკლებით შეიძინოს. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ამ შეთავაზებასთან ერთად ქსელში აქციის 250+50 ლარიანი ვაუჩერი მოქმედებს.
„ჩვენი მიზანია ჩვენი მომხმარებელი ახალ წელს მომზადებული შეხვდეს. „ლუტეცია“ საუკეთესო ადგილია სადღესასწაულო შოპინგისთვის, რადგან ჩვენთან საჩუქრების ძალიან დიდი არჩევანი და ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი პროდუქციაა. ასევე, „ლუტეციაში“ უმაღლესი კლასის - ნიშ პარფიუმერიის და საახალწლო ნაკრებების ყველაზე დიდი არჩევანია“ - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.