ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი ორი ახალი წიგნზე მუშაობს.
Twitter-ში მას კითხეს ახალი რომანის გამოსვლის თარიღზე. როულინგმა უპასუხა, რომ უკვე მუშაობს ამ საკითხზე. გამოსაქვეყნებლად მზადდება ორი წიგნი: ერთი - მისი სახელით, მეორე - რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით.
No, no, no. There won't be Newt Scamander novels. Only movies. Calm down, there! https://t.co/Zyhim6Wscd
— J.K. Rowling (@jk_rowling) December 21, 2016
No, no, no. There won't be Newt Scamander novels. Only movies. Calm down, there! https://t.co/Zyhim6Wscd
— J.K. Rowling (@jk_rowling) December 21, 2016
როულინგმა გამორიცხა რომანი ნიუტ სკამანდერზე - „ჰარი პოტერისა“ და „ფანტასტიური ცხოველების“ გმირზე, მაგრამ არ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა საუბარი პოტერიანის სამყაროს გაფართოებაზეა.
შეგახსენებთ, რომ ივლისში როულინგმა „ჰარი პოტერის“ დასრულება გამოაცხადა, სერია აღარ გაგრძელდება. მის ოფიციალურ წარმომადგენლებს ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.