People-ის ცნობით, სერიალ „შერლოკის“ მსახიობები მარტინ ფრიმანი და ამანდა აბინგთონი 15 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ.
„მე აღარ ვარ ამანდასთან ერთად“ - განაცხადა ფრიმანმა ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი თქმით, ძალიან მშვიდად და მეგობრულად დაშორდნენ, მაგრამ ამანდა ყოველთვის ეყვარება.
ჯერჯერობით სხვა განცხადება არ გავრცელებულა. თავის მხრივ, ფრიმანის ინტერვიუს შემდეგ, ამანდა აბინგტონმა Twitter-ში დაწერა: „მადლობა“.
Thank you. ❤️
— amanda abbington (@CHIMPSINSOCKS) December 22, 2016
წყვილმა ერთმანეთი სერიალის „მხოლოდ მამაკაცები“ გადაღებაზე გაიცნო. ისინი ხშირად თამაშობდნენ ერთად. „შერლოკში“ მეუღლეებს თამაშობენ, რეალურ ცხოვრებაში კი ორი შვილი ყავთ.