დღეს მილანში იტალიური Vogue-ის რედაქტორი ფრანკა სოზანი გარდაიცვალა. Vogue Italia-ს საიტზე გამოქვეყნებულ წერილში საგამომცემლო სახლის Condé Nast აღმასრულებელი დირექტორი, ჯონათან ნიუჰაუსი წერს: „ეს არის ყველაზე სამწუხარო ამბავი, რომლის თქვენთვის გაზიარებაც მომიწია“.
ფრანკა სოზანი ლეგენდარული ჟურნალის რედაქტორის პოსტს 28 წლის განმავლობაში იკავებდა. გარდა ამისა, ის Condé Nast Italia-ს სარედაქციო დირექტორის მოვალეობას 1994 წლიდან ასრულებდა. ფრანკას იტალიური მოდის განვითარებასა და მილანის მოდის ერთ-ერთ დედაქალაქად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ის ცნობილი ქველმოქმედი და გაეროს კეთილი ნების ელჩი იყო.