არავისთვისაა საიდუმლო, რომ ლედი გაგა სხეულის სხვადასხვა სახის ნახატებით მორთვის მოყვარულია. ამჯერად, მის ხელს რიგით მეოცე ტატუ - წარწერა Haus დაემატა, რომელიც მომღერალმა საკუთარი სტილისტების გუნდს მიუძღვნა. ისინი უკვე ათი წელია ვარსკვლავის ჩაცმულობაზე ზრუნავენ. სწორედ Haus of Gaga - სტილისტთა ეს გუნდია ცნობილი „ხორცის კაბის“ ავტორი.
წარწერა Haus მოთავსებულია პატარა თაგუნას გამოსახულების თავზე, რომელიც მომღერალმა საკუთარ დას, ნატალი ჯერმანოტეს მიუძღვნა. ნატალის, მეტსახელად „თაგვს“ ეძახდნენ, მას ბავშვობიდან უყვარდა მოდა, ამიტომ თაგუნას ხელში პატარა ნემსი უჭირავს.