რაიან რეინოლდსი და ბლეიქ ლაივლი ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ ჰოლივუდურ წყვილად ითვლება. პირველი ქალიშვილი, ჯეიმსი ფართო პუბლიკას სულ რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს, მას უკვე ორი წელი შეუსრულდა. ორი თვის წინ დაბადებული მეორე ქალიშვილის სახელსა და სქესს წყვილი აქამდე ასაიდუმლოებდა.
დაახლოებით ერთი თვის წინ რაიანს წამოსცდა, რომ ქალიშვილი შეეძინა, გუშინ კი წყვილმა ყველა საიდუმლოს ფარდა ახადა. ახალშობილ გოგონას ინესი დაარქვეს, მეორე სახელი კი, რომელსაც ტრადიციულად ამერიკულ ოჯახებში არქმევენ შვილებს, კვლავ უცნობია.
გასულ კვირას ვარსკვლავური წყვილი ბავშვებთან ერთად პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. მანამდე პრესამ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვების ერთი ფოტოც ვერ მოიპოვა.