ხმების მიუხედავად, რომ კიმ კარდაშიანს აღარ სურს ცნობილ მეუღლესთან ოჯახური ცხოვრებიs გაგრძელება და უკვე მისი შემცვლელი იპოვნა, ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარსკვლავური წყვილი ყველანაირად ცდილობს ოჯახის შენარჩუნებას. ქანიემ და კიმმა ოჯახურ ფსიქოლოგთან დაიწყეს სიარული.
„კიმს უყვარს ქანიე, ის დაიღალა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახისთვის ბრძოლას არ გააგრძელებს. თანაც, კარდაშიანების ოჯახის ყველა წევრი მხარს უჭერს. კიმი მეორე შანსს მისცემს ქმარს. მას ესმის რამხელა ზეწოლას განიცდის ქანიე პრესის მხრიდან და დარწმუნებულია რომ სიყვარული პრობლემებს გადაწონის. ისინი პირველ რიგში შვილებზე ფიქრობენ“ - აცხადებს ოჯახთან დაახლოებული პირი.