შეყვარებულის და ახლა უკვე საქმროს, ბრედლი კუპერის მხადრაჭერით, ირინა შეიკი ორსულობის მიუხედავად, აქტიურ მუშაობას განაგრძობს. მისი უკანასკნელი ნამუშევარია Givenchy-ს სარეკლამო კამპანია, რომლის გადაღებებში მონაწილეობა მოდელ მარიაკარლა ბოსკონოსთან ერთად მიიღო. ირინა ტანზე მომდგარ სამოსში პოზირებს და მომრგვალებულ მუცელს არ მალავს.
სარეკლამო კამპანიის კრეატიული დირექტორი ტრადიციულად, ბრენდის დიზაინერი რიკარდო ტიშია, სტილისტი - კარინ როიტფელდი, ობიექტივის უკან კი საკულტო ფოტოგრაფების დუეტი - მერტ ალასი და მარკუს პიგოტი დგანან.
სარეკლამო ვიდეოს კონცეფციაა პარიზელი ქალები, რომლებიც ღამის კლუბიდან გამოდიან და მარსის უდაბნოში იკარგებიან. ეს იდეა უნდა გადმოეცათ ფოტოგრაფებსაც. ვიდეოში უდაბნოში გადაღებული კადრები სტუდიურ შავ-თეთრს ენაცვლება, სადაც ირინა(შიშველი სკამზე) და მარიაკარლა ჩანან.