ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ხშირად აკრიტიკებდნენ კონსერვატიზმის ერთგულების გამო, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. დედოფალი ელისაბედ II თანახმაა საყვარელი შვილიშვილის გამო ტრადიციებზე უარი თქვას. ბუკინჰემის სასახლის ერთ-ერთმა ანონიმურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დედოფალი არ აპირებს პრინც ჰარის მეგან მარკლთან ურთიერთობა დაუშალოს. მას ესმის, რომ დრო შეიცვალა და ახლა კეთილშობილური წარმომავლობა მნიშვნელოვანი აღარ არის. თუმცა დედოფალი ცოტა უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მეგანი ბრიტანელი არაა.
ჯერჯერობით არ დასტურდება წყვილის ურთიერთობის ოფიციალურ სტატუსში გადასვლა და ქორწილიც არ ჩანს ჰორიზონტზე, თუმცა ცნობილია, რომ მეგანი პრინც უილიამს, ქეითს და მათ შვილებს შეხვდა.