დეკემბრის დასაწყისში, ტრადიციულად, ბრენდების ძვირადღირებულ მაღაზიებს შორის შეჯიბრი დაიწყო, თუ ვის აქვს ყველაზე ლამაზად მორთული ვიტრინა. Cartier, რა თქმა უნდა, კონკურსანტებს შორისაა. წელს ბრენდის დეკორატორების შთაგონების წყარო სამი ისტორიული ბუტიკია: პარიზში, ლონდონში და ნიუ-იორკში. შედეგად, ბრენდის 17 მაღაზია ხელით შექმნილი დეკორაციით მოირთო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, წინასაახალწლოდ კომპანიამ Google ახალი საიტი Window Wonderland შექმნა, რომლის საშუალებით ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელს ვირტუალური ტურით ნიუ-იორკის ცნობილ მაღაზიებში სეირნობის საშუალება ექნება.