ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესთან დაკაშირებით, 21 დეკემბერს, 16:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში კიდევ ერთი გამოფენა გაიხსნება - „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლადო გუდიაშვილის მრავალფეროვანი შემოქმედების ერთი ასპექტი – მონუმენტური მხატვრობა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულად აისახა.
გამოფენა წარმოადგენს ლადო გუდიაშვილის მიერ შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის, მათ შორის, ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით 1917 წელს მოწყობილი ტაო-კლარჯეთისა და 1954 წელს, ბიჭვინთის V-VI საუკუნის ეკლესიის იატაკის მოზაიკის აღდგენა-გადარჩენის ექსპედიციის დროს (მხატვარ ოთარ სულავასთან ერთად) შესრულებულ ასლებს. ასევე, თავად ლადო გუდიაშვილის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული თუ განუხორციელებელი კედლის მოხატულობების ესკიზებსა და უნიკალურ ფოტომასალას.
გამოფენა 2016 წლის 15 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.