ქეითი პერი და ორლანდო ბლუმი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოში მისტერ და მისის სანტა კლაუსის ფორმით მივიდნენ. ცნობილმა წყვილმა პაციენტებთან ისაუბრა, ფოტოები გადაიღო და პატარა წარმოდგენაც მოაწყო.
როგორც ცნობილია, ვარსკვლავური წყვილი რომანტიული საშობაო არდადეგების მოწყობას აპირებს. მათ ძალიან უყვართ მოგზაურობა, ერთად უკვე მოინახულეს ჰავაის კუნძულები, იტალია და საფრანგეთი, ახლა კი მორიგს ქვეყანას არჩევენ.