ავტორიტეტულმა გამოცემამ The Business of Fashion დემნა გვასალია წლის ადამიანად დაასახელა. კომპანიების Vetements-სა და Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დიდი გავლენა მოახდინა მოდის ინდუსტრიაზე. მან არამხოლოდ მოდის ხედვა, არამედ ბიზნესის მართვის ხერხიც შეცვალა.
„მთელი ეს სისტემა არ მუშაობს. არ არსებობს არანაირი კავშირი პროდუქტზე შემოქმედებით და კომერციულ ხედვას შორის. ეს მანკიერი წრე ორივეს კლავს: ბიზნესსაც, კრეატივსაც“, - ისაუბრა დემნა გვასალიამ 2015 წელს, რომელმაც Vetements-ს კოლექცია არა მოდის კვირეულის ფარგლებში, არამედ მისთვის, მყიდველებისთვის და კლიენტებისთვის მოსახერხებელ დროს აჩვენა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში, The Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე ბრენდი Vetements საუკეთესო საერთაშორისო ქუჩის ბრენდად დასახელდა, დემნა კი მზა სამოსის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერად.