სტუდიამ Warner Bros. საკულტო ფილმის სიქველის პირველი თიზერი გამოაქვეყნა. პროდიუსერის ამპლუაში ორიგინალური ფილმის რეჟისორი რიდლი სკოტია, დამდგმელი რეჟისორი კი - დენი ვილნიოვია. მოქმედება პირველი ნაწილიდან 30 წლის შემდეგ, 2049 წელს ხდება. მთავარ როლებში რაიან გოსლინგი და ჰარისონ ფორდია, ასევე ცნობილია, რომ გადაღებებში ჯარედ ლეტოც მონაწილეობს.