18 დეკემბერს, ამერიკის შტატ მერილენდში ყოველწლიური სილამაზის კონკურსი „მის მსოფლიო“ ჩატარდა. 2016 წლის ყველაზე ლამაზ გოგონად პუერტო-რიკოელი, 19 წლის სტუდენტი სტეფანი დელ ვალე დასახელდა. მუქთვალება ლამაზმანს სამშობლოში იცნობენ როგორც მომღერალსა და მოდელს. ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლობს და სამ ენაზე საუბრობს. გოგონას გვირგვინი შარშანდელმა გამარჯვებულმა მირეია ლალაგუნამ დაადგა.
მეორე ადგილი და პირველი ვიცე-მისის სტატუსი დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელს, იარიტზე მიგელინე რეიეს რამირესს ერგო. ხოლო მესამე ადგილზე ინდონეზიელი ნატაშა მანუელე გავიდა.