ჟურნალმა Forbes 2016 წლის ამერიკის ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის სათავეში „ვარსკვლავური ომების“ შემქმნელი ჯორჯ ლუკასია. ამჟამად ლუკასის ქონება 4,6 მილიარდ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული. ამ თანხის მნიშვნელოვან ნაწილს, 2012 წელს მისი კომპანია Disney-ის გაყიდვის შემდეგ შემოსული მოგება შეადგენს.
მას ფეხდაფეხ რეჟისორი და პროდიუსერი სთივენ სპილბერგი მოჰყვება ანგარიშზე 3,7 მილიარდით. სპილბერგს შემოსავალი საკუთარი კომპანიებიდან DreamWorks და Amblin Partners აქვს. ასევე სისტემატურად ერიცხება თანხები „უცხოპლანეტელების“ და „ყბების“ თემატური პარკებისგან.
სამეულს ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ასრულებს, რომლის ქონება 2,8 მილიონად შეფასდა.
რეიტინგი ასე გამოიყურება:
- ჯორჯ ლუკასი - 4,6 მილიარდი
- სთივენ სპილბერგი - 3,7 მილიარდი
- ოპრა უინფრი - 2,8 მილიარდი
- მაიკლ ჯორდანი - 1,2 მილიარდი
- დევიდ კოპერფილდი - 850 მილიონი
- Diddy – 750 მილიონი
- ტაიგერ ვუდსი - 740 მილიონი
- Dr. Dre – 710 მილიონი
- ჯეიმს პატერსონი 700 მილიონი
- ჯერი საინფელდი -670 მილიონი
- Jay-Z – 610 მილიონი
- მადონა - 560 მილიონი
- ჯიმი ბაფეთი - 550 მილიონი
- ბრიუს სპრინგსთინი - 460 მილიონი
- ჰოვარდ სტერნი - 450 მილიონი
- ჯონ ბონ ჯოვი - 410 მილიონი
- რაშ ლიმბო - 400 მილიონი
- ფილ მიკელსონი - 375 მილიონი
- ბარბრა სთრეიზანდი - 370 მილიონი
- ქეთი აირლენდი - 360 მილიონი