დევიდ და ვიქტორია ბექჰემების 11 წლის შვილმა, კრუზმა პირველი სადებიუტო კლიპი გადაიღო სიმღერაზე If Everyday Was Christmas. სიმღერა წარმატებით სარგებლობს არამარტო სოციალურ ქსელში, არამედ რადიოშიც. კრუზის გარდა, ვიდეოში უფროსი ძმები - ბრუკლინი, რომეო და 5 წლის და - ჰარპერიც მონაწილეობენ. დამწყებ მომღერალს ჯასთინ ბიბერის პროდიუსერთა გუნდი დაეხმარა. კრუსს მშვენიერი ვოკალური მონაცემები აქვს და კამერასთან თავის დაჭერაც იცის.
„ვამაყობ საკუთარი შვილით“ - დაწერა ვიქტორია ბექჰემმა Instagram-ზე. კრუმა სიმღერა საშობაო საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ჩაწერა, iTunes-იდან შემოსული თანხა კი ფონდში Global's Make Some Noise გადაირიცხება, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება.