გავრცელებული საქმიანობის საწინააღმდეგოდ, რომ თითქოს ბექჰემების ოჯახი ინგრევა, ვიქტორიამ და დევიდმა ახალი უძრავი ქონების შეძენა გადაწყვიტეს. წყვილმა ლოს-ანჯელესის ყველაზე ძვირადღირებული სახლის შეძენა გადაწყვიტა, რომლის ფასი 201,5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. სახლში 123 ოთახია, აქედან 14 საძინებელი და 27 სააბაზანო. ასევე, სახლის ტერიტორიაზე მდებარეობს აუზი, ბოულინგი, სპორტული დარბაზი, პოდიუმი და საცეკვაო ოთახი. უცხოური გამოცემების ცნობით, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მოეწონათ ვიქტორიასა და მის ქალიშვილს, ჰარპერს, რომელმაც ბალეტზე სიარული ახლახანს დაიწყო.
გარდა ამისა, ეზოში ოთხი ორ-ადგილიანი ავტოფარეხი და ავტოსადგომია განთავსებული, რომელიც 100 ავტომობილზეა გათვლილი.