26 დეკემბერს კომპანია “მეიდან ჯგუფი“ შარდენის ქუჩაზე ტრადიციულ ნაძვის ხეების ფესტივალს აწყობს. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა კომპანიები საკონკურსო, ორიგინალურ ნაძვის ხეებს წარადგენენ. ჩატარდება საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, სადაც მონაწილეობას ამ ეტაპზე უკვე 65 კომპანია/მონაწილე იღებს, რომლებიც საახალწლო თემატიკაზე შექმნილ სამკაულებს, კერამიკას, ხის ნაწარმს, დეკორაციებს, ნაძვის ხეებს, სათამაშოებს, ხელნაკეთ აქსესუარებს, ტკბილეულს, ღვინოს, წიგნებს და ნახატებს გამოფენენ.სადღესასწაულო განწყობას კი დაუვიწყარი საახალწლო სიმღერები შექმნიან.