1962 წელს გამოშვებული ცისფერი Ferrari 250 GTO, რომელიც 55 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული, გასაყიდად გამოიტანეს. თუ ვაჭრობა წარმატებით ჩაივლის, ეს მანქანა ავტო-აუქციონზე გაყიდულ ავტომობილებს შორის ყველაზე ძვირადღირებული გახდება. მანამდე ეს სტატუსი წითელი ფერის იგივე მოდელს ჰქონდა. წითელი Ferrari 2014 წელს 38 მილიონად გაიყიდა. მანქანის ფასებს შორის დიდი სხვაობა ფერით აიხსნება: GTO-ების უმეტესობა წითელია. გარდა ამისა ცისფერ Ferrari-ის რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც ასევე ფასს უმატებს.
სულ მსოფლიოში Ferrari 250 GTO-ს მოდელის 39 ავტომობილია.