პარიზის სააუქციონო სახლში Tajan, 2016 წლის მარტში, ტედე პრატმა სხვა 14 ნამუშევართან ერთად, ერთი უცნობი ავტორის ნახატი მიიტანა. ის მამის დანატოვარი იყო. ძველი ოსტატების განყოფილების ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ ეს ნახატი, ზომით 19,3 სმ X 13 სმ ლეონარდო და ვინჩის „წმინდა სებასტიანის წამების“ ესკიზი იყო. ნამუშევრის ორიგინალობა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის კურატორმა, კარმენ ბამბახმა დაადასტურა.
სავარაუდოდ, ესკიზი 1482-1485 წლებით თარიღდება და მხატვრის მილანურ პერიოდს მიეკუთვნება. ნახატზე წმინდა სებასტიანია გამოსახული და ამჟამად, წმინდანის გამოსახულების მესამე ნაპოვნი ეგზემპლარია. ცნობილია, რომ სულ ასეთი 8 ნამუშევარი არსებობს.
ეს ესკიზი ლეონარდო და ვინჩის პირველი აღმოჩენილი ნამუშევარია ბოლო 15 წლის მანძლზე.