წინასაახალწლოდ კომპანიამ Google ახალი საიტი Window Wonderland შექმნა, რომლის საშუალებით ნებისმიერ ინტერნეტ მომხმარებელს ვირტუალური ტურით ნიუ-იორკის ცნობილ მაღაზიებში სეირნობის საშუალება ექნება.
მთლიანად საიტზე 18 მაღაზიის სადღესასწაული დეკორაციაა განთავსებული: Louis Vuitton, Tiffany, Bloomingdale’s, Burberry, Cartier და სხვები. ფოტო სლაიდერის რეჟიმში დემონსტრირდება, მაგრამ შესაძლებელია პანორამის არჩევაც. მომხმარებლებს მაღაზიების კრეატიული დირექტორების აუდიო-გიდის მოსმენა შეუძლიათ.