ტრადიციულად, წლის ბოლოს National Geographic-ის ჟიური მოგზაური ფოტოგრაფების საუკეთესო ნამუშევრებს არჩევენ. წელს ფრანგმა გრეგ ლაკურმა სამხრეთ აფრიკაში სარდინების მიგრაცია დააფიქსირა და ამისთვის „წლის ფოტოგრაფის“ წოდება მიიღო. მან ეს ფოტო 2015 წელს, ორკვირიანი ლოდინის შემდეგ გადაიღო.
ნომინაციაში „ცხოველების პორტრეტები“ საუკეთესო ვარუნ ადიტის პრიალა მახვლთავიანი გველის ფოტომ გაიმარჯვა. ვადიმ ბალაკინის ნამუშევარი სახელწოდებით „სიცოცხლე და სიკვდილი“ სადაც თეთრი დათვებია გადაღებული ნომინაციის „გარემოს პრობლემები“ ფავორიტი გახდა. იაკობ კოპტეინის ნიდერლანდებში, მდინარის შუაგულში ამოზრდილი ხის ფოტომ „პეიზაჟის“ კატეგორიაში გაიმარჯვა.