ფილმის „ფორსაჟი 8“ თრეილერი გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლებს ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი და მიშელ როდრიგესი ასრულებენ. გარდა ამისა, ამჯერად ფილმის ვარსკვლავურ სამსახიობო ნაკრებს ოსკაროსანი შარლიზ ტერონიც მიემატა. ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმში 71 წლის ბრიტანელი ჰელენ მირენიც ითამაშებდა, თუმცა მსახიობი ფილმის თრეილერში არ ჩანს. სიურპრიზი - ჯეისონ სტეტჰემიც აქ არის!