რიკი მარტინი საზოგადოების წინაშე საქმროსა და შვილების თანხლებით პირველად გამოჩნდა. ამ იდილიური სურათის ნახვა ფილმის „ვარსკვლავური ომები: ისტორია“ ჰოლივუდურ პრემიერაზე გახდა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პუერტორიკოელმა მომღერალმა სირიული წარმოშობის ლონდონელ მხატვართან, ჯვან იოზეფთან ნიშნობის შესახებ გვამცნო. მომავალმა ახალდაქორწინებულებმა რიკის ტყუპ ვაჟიშვილებთან - მატეოსათან და ვალენტინოსთან ერთად ფილმის მთავარი გმირებიც კი დაჩრდილეს.