გავრცელდა ხმები, რომ მსახიობებმა დემი მურმა და ტობი მაგუაირმა რომანი აღადგინეს 15 წლიან პაუზის შემდეგ! ცნობილია, რომ დემი პირველი დაუკავშირდა ტობის, მას შემდეგ რაც უკანასკნელი მეუღლეს დაშორდა.
შეგახსენებთ, რომ პირველად მსახიობებს შორის ურთიერთობა 2002 წელს დაიწყო, თუმცა რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა. ცოტა ხანში მური ეშტონ კუშერს გაყვა ცოლად. ისინი ერთად 2005-დან 2013 წლამდე იყვნენ. მაგუაირი კი სამკაულების დიზაინერ ჯენიფერ მეიერზე დაქორწინდა, რომელთანაც ურთიერთობამ 9 წელს გასტანა.