მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით Come Swim ქრისთენ სტიუარტის სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარია. ფილმის პრემიერა იანვარში Sundance-ის ფესტივალზე შედგება. ცნობილია, რომ მსახიობმა თვითონ დაწერა სცენარი. 17-წუთიან ფილმის ქრისთენი ასე ახასიათებს: „ესაა ადამიანის ცხოვრების ერთი დღის დიპტიხი, ნახევრად - რეალისტური, ნახევრად - იმპრესიონისტული პორტრეტი.“
მუსიკა ფილმისთვის ამერიკელმა ავტორმა და მომღერალმა St. Vincent-მა დაწერა, რომელივ ამჯამად ქრისთენის ოფიციალური შეყვარებულია. მთავარ როლებს დიზაინერი ჯოშ კაიე და სტილისტი სიდნი ლოპესი თამაშობენ.