8 დეკემბერს ქ. პარიზში, იუნესკოს ცენტრალურ ოფისში მცხეთის ისტორიულ ძეგლებს ჰააგის კონვენციის მეორე ოქმის თანახმად გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭათ.
ამ სტატუსის მიხედვით, შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან საომარი მოქმედებების დროს უზრუნველყონ იმ კულტურული მემკვდრეობის ობიექტების დაცვა, რომელთაც მინიჭებული აქვთ გაძლიერებული დაცვის რეჟიმი; თავი შეიკავონ მათზე საომარი შეტევების განხორციელებისა და საომარ ოპერაციებში ამ ობიექტების ან მათი მიმდებარე ტერიტორიის გამოყენებისაგან.
დღეს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მსოფლიოში მხოლოდ 10 ობიექტს აქვს მინიჭებული. მათ შორისაა ქალაქი პაფოსი ( კვიპროსი), ციხე-სიმაგრე ‘Castel de monte” (იტალია) შირვანშაჰის სასახლე ( აზერბაიჯანი) და სხვა.