29 წლის მელანი ჰამრიკი 73 წლის მუსიკოსის მერვე შვილის დედა გახდა. მათ ვაჟიშვილი შეეძინათ. ამის შესახებ ჯაგერის აგენტმა განაცხადა.
ჯაგერისა და ჰამრიკის რომანი ორი წლის წინ ბრაზილიაში, The Rolling Stones-ის მსოფლიო ტურნეს დროს დაიწყო. მელანის ორსულობის შესახებ ზაფხულში გახდა ცნობილი. მუსიკოსის წინა შეყვარებულმა, ლორენ სკოტმა, რომელსაც ჯაგერი 13 წელი ხვდებოდა, იმავე წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
ჯაგერს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს უფროს შვილებთან, რომელთაგან ყველაზე უფროსი ქალიშვილი, კერისი 45 წლისაა, ყველაზე უმცროსი, ლუკასი კი -17. ჯაგერს ხუთი შვილიშვილიც ყავს, 2014 წელს კი მუსიკოსი დიდი პაპა გახდა, როდესაც მის შვილიშვილს, ასიზის, ქალიშვილი შეეძინა.