9 დეკემბერს, თბილისში კომპანია ''Triangle“ და მეიდან ჯგუფი საქორწინო ფესტივალს „Tbilisi wedding fair – 2016 ” გამართავს. ფესტივალს ილიას ბაღის კომპლექსი და მასში მდებარე Garden Hall მასპინძლობს.
„Tbilisi Wedding fair ” არის ფესტივალი ადამიანებისთვის, ვისაც სურს რომ ქორწილი მათი ცხოვრების მთავარი „ ფესტივალი“ გახდეს.სტუმრებს ფესტივალზე საშუალება ექნებათ წამყვანი ივენთ-კომპანიები , დიზაინერები, ფლორისტები, დეკორატორები, მხატვრები, ვიზაჟისტები და კონდიტერები იხილოთ მათი საავტორო ხედვებით საქორწილო და სადღესასწაულო თემებზე, რომლებიც მათ 2017 წლის უახლეს საქორწინო ტენდენციებს გააცნობენ.
OK! კომპანიის ''Triangle“ დერექტორს, დეა მაჭავარიანს ფესტივალის შესახებ ესაუბრა.
საიდან წამოვიდა იდეა, რომ შეგექმნათ საქორწინო ფესტივალი?
საქორწილო ფესტივალი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მოთხოვნადი ღონისძიებაა. ის როგორც პატარა, ასევე დიდ ქალაქებში იმართება და საზოგადოების საკმაოდ მაღალი ინტერესით სარგებლობს. ვთვლით, რომ მასგავსი ფესტივალი თბილისსაც უნდა ქონდეს, რომელსაც მხოლოდ სიხარული და სიახლე მოაქვს.
რითია Wedding Fair გამორჩეული?
ფესტივალში წამყვანი კომპანიებია ინტერგრირებული: ქორწილის ორგანიზატორების, დიზაინერების, დეკორატორების, შეფმზარეულების, food-სტილისტების, კონდიტერების და მხატვრების მიერ ახალი ტენდეციებით წარმოჩენილი სხვადასხვა კომპოზიციები თუ ექპოზიციები მომხმარებლის შთაგონების წყაროსა და პრეფერენციებს განაპირობებს. ეს არის, როცა ქორწილთან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაცია ერთ სივრცეშია ხელმისაწვდომი და ასევე, კვალიფიციური რეკომენდაციები სპეციალისტებისგან ვიზუალური ეფექტების ფონზე!
მერამდენედ ტარდება ფესტივალი?
თბილისისათვის ეს არის რიგით მესამე ფესტივალი, რომელიც გარდენ ჰოლში მეიდან ჯგუფის მხარდაჭერით იმართება. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ტრიანგელი“.
როგორია სამომავლო გეგმები და აპირებთ თუ არა სხვა კომპანიებთან და დიზაინრებთან თანამშრომლობას?
ფესტივალი ყოველ მომდევნო წელს უფრო დიდ მაშტაბებს იღებს. შემდეგი ფესტივალი გაზაფხულზე იგეგმება, რომელსაც კვლავ გარდენ ჰოლი და ილიას ბაღის არაჩვეულებრივი ტერიტორია უმასპინძლებს. ჩვენი ფესტივალი ყველა კომპანიისა და შემოქმედისათვის ღია და ხელმისაწვდომია. Tbilisi Wedding Fair საუკეთესო საშუალებაა საკუთარის საავტორო ხედვების დემონსტრირებისა და ტირაჟირებისათვის!