პირველი ოფლაინ-მაღაზია სალაროებისა და მოლარეების გარეშე უკვე 2017 წლის დასაწყისში სიეტლში გაიხსნება. მსგავს მაღაზიაში შოპინგი ასე გამოიყურება: მომხმარებელი მაღაზიაში შედის, იღებს ყველაფერს, რაც სჭირდება და გამოდის.
მაღაზიის შესასვლელთან მომხმარებელი საკუთარი სმარტფონის QR-კოდს დაასკანერებს. ამის შემდეგ ის კამერებისა და გადამცემების ყურადღების ცენტრში ექცევა. იქმნება ვირტუალური კალათა, სადაც თავსდება მყიდველის მიერ არჩეული პროდუქტი. მაღაზიიდან გამოსვლისას მისი ანგარიშიდან შესაბამისი თანხა მოიჭრება.
Amazon Go იგეგმება როგორც მაღაზიათა ქსელი, სადაც იგივე პროდუქცია გაიყიდება, რაც Amazon-ის საიტზეა განთავსებული.