წელს ჩვენება Chanel Métiers d'Art მეცამეტედ ჩატარდა. შოუ პარიზის სასტუმრო Ritz-ში გაიმართა. მოდელები სამოსით წინასაშემოდგომო კოლექციდან არა საგანგებოდ აგებულ პოდიუმზე, არამედ სასტუმროს დარბაზში, მაგიდებს შორის მოძრაობდნენ.
ჩვენებაზე სულ 300 სტუმარი მოიწვიეს, ხოლო მოდელების როლს კარლ ლაგერფელდის მეგობრები ფარელ უილიამსი, კარა დელევინი და ლილი-როუზ დეპი ასრულებდნენ. შოუს მიზანი და იდეა სტუმრების გაბრიელ შანელის ეპოქაში დაბრუნება იყო.