ბრიტანელი მსახიობი, მილიონი ქალის გულთამპყრობელი ტომ ჰარდი ტატუს გაკეთებას აპირებს, რომელზეც იქნება წარწერა „ლეომ ყველაფერი იცის“. ეს ლეონარდო დიკაპრიოსთან წაგებული სანაძლეოს სასჯელია.
ჰარდი და კიკაპრიო ფილმში „გადარჩენილი“ ერთად თამაშობდნენ. დიკაპრიოს თქმით, ბრიტანელი კოლეგა Oscar-ის ნომინაციაზე წარდგებოდა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. ჰარდი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. სანაძლეოს თანახმად, წაგებული მხარე მოგებულის შერჩეულ ტატუს გაიკეთებდა.
ჰარდიმ წააგო. მისი თქმით, დიკაპრიომ „საშინად მახინჯად“ დაწერა ფრაზა „ლეომ ყველაფერი იცის“, რაზეც ბრიტანელმა უპასუხა:“კარგი, გავიკეთებ ტატუს, მაგრამ ლამაზად უნდა დაწერო“.
ტომის მომხიბვლელობას ერთი "მახინჯი"ტატუ რას დააკლებს?