5 დეკემბერს The Fashion Awards — 2016, ყოფილი British Fashion Awards-ის ცერემონია გაიმართა. წელს პრემია განაახლეს: ნომინაციების რაოდენობა გაზარდეს, რომლებზეც წარდგენილნი იყვნენ არამხოლოდ ბრიტანული მოდის წარმომადგენლები და ასევე, საქველმოქმედო საქმიანობაც მიამატეს.
კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ 30-წლიანი ისტორიის მანძლზე, ცერემონიაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, რომელიც გასაყიდად გამოტანილი 1000 ბილეთიდან ერთს შეიძენდა. გარდა ამისა, 300 მოსაწვევი სტუდენტებს შორის განაწილდა.
ცერემონიაზე 4000 სტუმარს შორის იყვნენ დონატელა ვერსაჩე, ნაომი კემპბელი, ქეით მოსი, ალექსა ჩანგი, ნიკოლ კიდმანი, ჯიჯი ჰადიდი და სხვები.
ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ამბავი, რომ დემნა და გურამ გვასალიებმა ორ კატეგორიაში გაიმარჯვეს. დემნა მზა სამოსის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერად აღიარეს, ძმების დაარსებული ბრენდი Vetements კი, ლუქს კლასის საერთაშორისო ქუჩის ბრენდის ნომინაციის გამარჯვებულია.